31 მაისი პოლიციელის პროფესიული დღეა

31 მაისს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
შსს-ს ცნობით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.

ნოე რამიშვილის სახელობის ქუჩაზე უკვე განლაგებულია საპოლიციო ტექნიკა და სამინისტროს სპეციალური აღჭურვილობა. ღონისძიებაზე დაგეგმილია ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა და წარმატებული პოლიციელების დაჯილდოება.

დღეს ფიცს დადებენ პოლიციის ახალწვეულები და აკადემიის მსმენელები. პოლიციის დღის აღნიშვნა ახალი სიმღერის პრემიერით დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები