სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზები იგება.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ლატექსი“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად დაათვალიერა.
„გზის მოწესრიგებით ადგილობრივების მთავარი პრობლემა გადაიჭრება. სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. ვიზუალური დათვალიერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხიანად სრულდება სამუშაოები და ადგილობრივი მოსახლეობაც შესაბამისად კმაყოფილებას გამოხატავს“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.