ლევან იოსელიანი ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრეს.

„სტუმრებს გავაცანი ოპოზიციის დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ წერილი გავუგზავნეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ. საუბარი გვქონდა, ასევე, იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს ქვეყანაში, მათ შორის, რეფორმების კუთხით და რომ ეს სტატუსი იქნება ერთგვარი მამოძრავებელი და ბერკეტი ოპოზიციის ხელში,  აიძულოს ხელისუფლება, გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასამართლოსთან მიმართებით. ისინი ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. მათ განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა დაარწმუნონ ევროპის პარლამენტი, რომ საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები