მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე”. პანელზე, სახელწოდებით „ევროინტეგრაციის პროცესის გამოწვევები – რას შეიძლება, ველოდოთ?”.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, მოლოდინებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას წევრობის პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.

აღინიშნა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ევროკავშირის მხრიდან მკაფიო პოზიციის საჭიროება და ამ ისტორიულ მომენტში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობა.

კონფერენციის მიზანს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად, ახალ რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე, ომის შედეგებზე, საქართველოზე მის გავლენაზე, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციასა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობა წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: „სამოქალაქო იდეა”, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები