თეა წულუკიანი: დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე

დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათის მონასტერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც იუნესკო-ს ექსპერტები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

მისივე თქმით, სახურავის გახსნის შედეგად გამოჩნდა ხარვეზები, რომლის აღმოფხვრისთვის მომდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

“დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით, ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე, დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუნესკო-ს ექსპერტების განცხადებით, ამჟამად, ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები