პრემიერმინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები