პარლამენტის თავმჯდომარე ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის საკითხების ხელმძღვანელს – კრისტინ ლინკეს, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის რეგიონულ დირექტორს – ფელიქს ჰეტს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში ფონდის საქმიანობა, აგრეთვე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი და მოლოდინები. კრისტინ ლინკემ შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორობისა და შემდგომი აქტივობებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.