მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, თითქოს, საქართველომ რამენაირად ტრაექტორია შეიცვალა, არის მტკნარი ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდება

საუბარი იმაზე, თითქოს, საქართველომ რამენაირად ტრაექტორია შეიცვალა, არის მტკნარი ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდება, რაც ფაქტობრივ მოცემულობას არ ეფუძნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად და უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსს.

“საქართველო იმსახურებს, კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. შესაბამისად, არ მგონია, რომ არის რაიმე ისეთი რეფორმა, რომლის განუხორციელებლობაც შეიძლება, ჩაითვალოს ნაკლოვანებად და წინაღობად კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. საუბარი იმაზე, თითქოს, საქართველომ რამენაირად ტრაექტორია შეიცვალა, არის მტკნარი ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდება, რაც ფაქტობრივ მოცემულობას არ ეფუძნება. ასე სურს ხელისუფლების ოპოზიციას, რომელიც უშვებს იმას, რომ მტრულად იყოს განწყობილი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები