ნინო იობაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ კონფერენციას დაესწრო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო იობაშვილმა ნიქოზიაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციის – „კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიის დაცვა: ქვეყნის პარლამენტის როლი“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კვიპროსის დედაქალაქში, 27-28 მაისს გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ძირითად თემებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხები და აღნიშნულ პროცესებში დემოკრატიული ინსტიტუციების ჩართულობა წარმოადგენდა.

ანტიკორუფციულ საკითხებზე მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლების, ასევე, თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები