ბალტიისპირეთიდან ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლიეტუვადან და ესტონეთიდან ტურისტული კომპანიებისა და და ავიაკომპანიის “Air Baltic” წარმომადგენლებს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფო-ტურის ფარგლებში, თბილისში ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატის შეხვედრისას თანამშრომლობის და ერთობლივი ტურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

თბილისის დათვალიერების შემდეგ ტურ-ოპერატორთა 11 კაციანი ჯგუფი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრება. ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ქართულ სამზარეულოს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები