საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა
თბილისს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.
დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, შეხვედრა და მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე, საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ამასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივს მიაგებს.