ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია; ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში გარკვეულ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული

„ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რატომ არ ჩადის საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში.

“ეს არის ის, რომ ელჩი ჯერ გაიწვიეს ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით აქტი ჯერ არ არის გამოცემული. პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დღემდე დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია. ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში გარკვეულ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები