მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ან არარსებობა რამენაირად გავლენას ახდენდეს ელექტორატის განწყობაზე „ქართული ოცნების“ მიმართ
ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მხოლოდ კომფორტია განმსაზღვრელი ხელისუფლებაში ყოფნისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენთვის, ქვეყნის გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი. არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ან არარსებობა რამენაირად გავლენას ახდენდეს ელექტორატის განწყობაზე „ქართული ოცნების“ მიმართ. ჩვენ იმ პოზიციაზე არ ვდგავართ, რომ თუნდაც ჩვენზე უკეთესი ძალა თუ გამოჩნდება პოლიტიკურ სივრცეში, რომ ის გახდეს ხელისუფალი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩვენზე უკეთესი ნამდვილად არ არის და ამის არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან მისი წარსული უმძიმესია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.