პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა

პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გამგეობის წევრებმა ორგანიზაციული სტრუქტურა დაამტკიცეს. ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკურ მდივანად თეა წულუკიანი აირჩიეს, აღმასრულებელი მდივანი ხატია წილოსანი გახდა; საგარეო პოლიტიკის მდივანი – მაკა ბოჭორიშვილი; საზოგადოებასთან კომუნიკაციის მდივანი – მარიამ ქვრივიშვილი; ახალგაზრდულ საკითხთა მდივანი – ნინო ვარდოსანიძე. გამგეობის თავმჯდომარედ კი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარდგენილი კანდიდატი ნინო წილოსანი აირჩიეს. ასევე დღეს გამგეობის წევრებმა გამგეობის სტრუქტურაც დაამტკიცეს და თემატური მიმართულებები განსაზღვრეს.

დღევანდელ სხდომაზე წევრებმა ასევე დაგეგმეს მომავალი სამოქმედო აქტივობები და განსაზღვრეს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები.

ქალთა ორგანიზაცია უახლოეს მომავალში თბილისისა და რეგიონული საბჭოებთან აქტიური მუშაობის დაწყებასა და რეგიონული კონფერენციების გამართვას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები