შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო თავმჯდომარე,
1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესს და აღმასვლას. დაე, ჩვენი კავშირები, ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის, კიდევ უფრო განმტკიცდეს შემდეგი ათწლეულების მანძილზე”, – წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე“.