მაია სანდუ: პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბრისას განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება
დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ “ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, საუბრისას განიხილეს მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
“დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე.
ასევე, განვიხილეთ მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება”, – წერს სანდუ.
Had a phone call with 🇬🇪President @Zourabichvili_S today. Expressed my warmest congratulations to the people of #Georgia on the occasion of Independence Day. Discussed also the current developments in #Moldova & the region and how we can further strengthen our cooperation.
— Maia Sandu (@sandumaiamd) May 27, 2022