პრეზიდენტი: მაია სანდუს იმ ისტორიულ კურსზე ვესაუბრე, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ აიღო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოველ კოლეგას, მაია სანდუს ესაუბრა. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“მაია სანდუს იმ ისტორიულ კურსზე ვესაუბრე, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ აიღო. ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გეოპოლიტიკური შემობრუნების გადაწყვეტილებას, რომელსაც ის უახლოეს მომავალში მიიღებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები