“სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი. დღეს არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და, ალბათ, დროა- გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი. დღეს არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და, ალბათ, დროა გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე, რომ მივცეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამით არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყანაში დედაქალაქთან, ალბათ, უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ. ეს ალბათ, პოლარიზაციასაც ცოტა ქვევით დასწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო მეტად ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.