დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებები დმანისის ნაქალაქარზე, ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაული, ღონისძიებები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობებით გაგრძელდა.

კობა მურადაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას სასულიერო პირებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წმინდა ნინოს ქუჩა, რამდენიმე თემატურ ზონად, შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად დაიყო. ასევე დღის განმავლობაში  ღონისძიების სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებში.

გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დაასრულა მუსიკალურმა კვარტეტმა „რანინამ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები