ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ვაჟა თოდუას საფლავზე ბიუსტი გახსნეს, სადაც გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მირიანმა გადაიხადა.

„26 მაისი დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული (მარათონი, ჭადრაკი, ბაგირის გადაძალვა, მკლავჭიდი)  ღონისძიებით.

გამოვლინდა და დაჯილდოვდა გამარჯვებულები.

მოეწყო მხატვარ ხათუნა ხუბულავას პერსონალური  გამოფენა.

საღამოს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ“, – აღნიშნულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#26მაისი

#ესდღეჩვენია

#ლანჩხუთი2022

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები