“შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ სერვისები და გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან”

“შსს ყველაფერს აკეთებს, რომ სერვისები და გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის სხვა მოადგილეებთან ერთად, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც მედიასაშუალებების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა. წლევანდელი 26 მაისის – დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია – “ევროპისკენ.”

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ საპოლიციო სერვისები და სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან. ბოლო პერიოდში, კარგად ნახეთ, რომ ჩვენ მოვახდინეთ ევროდირექტივის იმპლემენტაცია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანას, ასევე, მოპედების რეგისტრაციას.

სწორედ ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მართვის მოწმობები ძალიან მალე გახდება კონკურენტული ევროპის მასშტაბით. ასევე, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეებს დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შვილებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები