შორაპნის ისტორიულ ციხეზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მსვლელობა მოეწყო

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში შორაპნის ციხეზე მსვლელობით დაიწყო. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას ზესტაფონის მ ერი, ვასილ გველესიანი, ვიცე მერი გიორგი ჯუღელი, მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლე – ახალგაზრდები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შორაპნის ციხეზე ეროვნული დროშა ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები