შალვა პაპუაშვილი: ტეხასის შტატში მომხდარი მასობრივი ტრაგედია გულსატკენია – სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება. პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

“გულსატკენი სანახავია ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში მომხდარი გაუგონარი მასობრივი ტრაგედია, რომელსაც უდანაშაულო მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს”,- წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, ტეხასის შტატში, დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლას 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები