ალუდა ღუდუშაური: დღევანდელ დებატებზე ძალიან საინტერესო მომენტებს ნახავთ

“დღევანდელ დებატებზე თქვენ ძალიან საინტერესო მომენტებს ნახავთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში დაგეგმილ დებატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ნათლად დაინახავს, თუ როგორი დესტრუქციული და ქვეყნის საზიანო ნაბიჯების გადამდგმელი ძირითადი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას.

“დღევანდელ დებატებზე თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო მომენტებს. საზოგადოებასაც, ვფიქრობ, ექნება საშუალება ნათლად დაინახოს ის, რომ ოპოზიციის კონკრეტული ნაბიჯები, ხაზს ვუსვამ, რომ ეს იქნება კონკრეტული, სახელობითად დაკონკრეტებული, ის მომენტები, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამდნენ, ვინ იყვნენ ამის ავტორები და ბუნებრივია საზოგადოება ნათლად შეაფასებს თუ როგორი დესტრუქციული და ვფიქრობ ამ ქვეყნის საზიანო ნაბიჯების გადამდგმელი ძირითადი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას”, – აცხადებს ღუდუშაური.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები