ლევან იოსელიანი: მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე, რომლითაც ვადასტურებთ ოპოზიციის მხარდაჭერას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე, სადაც უკლებლივ, ჩემი კოლეგები, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავადასტუროთ მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთიანია.

“მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე, სადაც უკლებლივ, ჩემი კოლეგები, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავადასტუროთ მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, რომ რამე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არის თუ არა პოლიტიკური ჯგუფი, დეპუტატი, რომლისთვისაც ეს სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი, ან უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამე, ვიდრე დღეს ეს გამოწვევა. ვაპირებთ გავაგრძელოთ ტექსტი, რომელზეც საბოლოო შეთანხმებას, ალბათ, რამდენიმე ხანში მივაღწევთ. ეს ტექსტი გადაეცემა მედიასაც და ამ ტექსტს მოვაწერთ ხელს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ როგორი განსხვავებული აზრიც  უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ მმართველ პარტიასთან ბევრ საკითხში, არის საკითხები, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ოპოზიციონერისთვის, ყველაფერზე უფრო მაღლა დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები