ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმება საერთოდ არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, ეს არის შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან, რომელიც თავის დროზე უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ შეთანხმებას

19 აპრილის შეთანხმება საერთოდ არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, ეს არის შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან, რომელიც თავის დროზე უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ შეთანხმებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„19 აპრილის შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ეს იყო პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის და არა ევროკავშირთან. იქ ასახული იყო პოლიტიკური კომპრომისები და კარგად იცით, რომ 100 დღის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რის შემდეგაც მოხდა მისი ანულირება. ფაქტობრივად, ამ დოკუმენტის ანულირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა.
აქედან გამომდინარე, 19 აპრილის შეთანხმება საერთოდ არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. მეორე, ეს არის შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან, რომელიც თავის დროზე უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ შეთანხმებას. შესაბამისად, ვიმეორებ, რომ არავითარი კავშირი ამ შეთანხმებას კანდიდატის სტატუსთან არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები