ქადაგიშვილი – იოსელიანის ინიციატივაზე: პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება, მათ შორის – პოლიტიკური სპექტრისგან
პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება, მათ შორის – პოლიტიკური სპექტრისგან, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ვიცესპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას
„ყველა ობიექტურ პარამეტრში, რომლითაც შეიძლება, რომ კომისიის დონეზე, ობიექტურად შემოწმდეს საქართველოს მზაობის საკითხი კანდიდატობის შესახებ, ჩვენ ძალიან მაღალი მონაცემები გვაქვს. ამიტომ, პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება, მათ შორის – პოლიტიკური სპექტრისგან“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ, რომლითაც დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად.