ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ გვქონდა და ალბათ, მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს

ჩვენ გვქონდა და ალბათ მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ის ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს, რომ დამთავრდეს ასეთი განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა წამყვანის კითხვას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს.

„ჩვენ გვქონდა და ალბათ მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ის ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს, რომ დამთავრდეს ასეთი განცხადებები. მე ხალხს და სახელმწიფოებს შორის არ ვამბობ, პოლიტიკურ ქმედებებზე მაქვს ლაპარაკი, ტორპედირებას ნუ გააკეთებენ. არესტოვიჩს ვგულისხმობ, პოდოლიაკს ვგულისხმობ, არახამიას ვგულისხმობ, უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ვგულისხმობ, იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ომში უკრაინის პოზიციას გამოხატავს.

ეს ადამიანები არიან, ვინც მათ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ახმოვანებენ, ომის და პოლიტიკის დღევანდელ ვითარებას. ესენი არ არიან რაღა უბრალოდ მრჩევლები, რომელთაც არაფერი მოეკითხებათ. რუსეთის ფედერაციასთან როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ეს ადამიანები იქ იყვნენ წამყვანი ფიგურები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები