მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 25 მაისს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი წარდგება, ხოლო 27 მაისს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები წარდგებიან.

„საკმაოდ დატვირთული კვირა იქნება. ხვალ პოლიტიკურ განცხადებებთან და მიმდინარე კანონ-პროექტების განხილვასთან ერთად, გვექნება დებატები, რაც ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდება საქართველოს ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ზეგ იქნება „მინისტრის საათი“ და ამ ფორმატში საქართველოს რეგლამენტის მოთხოვნების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგება ინფრასტრუქტურის მინისტრი და შეეხება ძალიან ბევრ თემას, რომელიც სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. ასევე, პარასკევს ჩვენ გვექნება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე – ინტერპელაციების დღე, როდესაც პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები. ამით დასრულდება სასესიო კვირა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები