ილია დარჩიაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო ხმამაღლა აფიქსირებს თავის მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ

“საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად”, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა დავოსში, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, საქართველო, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული კუთხით ეხმარება უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ, პარტნიორებთან ერთად, ყველა დონეზე და ყველა საერთაშორისო ფორმატში ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას და მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„უკრაინის მხარდაჭერის პროცესი, რომელიც, ჩვენი თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდება”, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები