დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ ია შავერდოვმა წარადგინა.

„2021 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისადაც ჩამოყალიბდა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო, დავების განხილვის საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან.
საბჭოს მიზანს წარმოადგენს დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა”, – განაცხადა ია შავერდოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები