ილია დარჩიაშვილი: გატარებული რეფორმები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება აღიარებული

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, განხორციელებული რეფორმები საქართველოს აძლევს საფუძველს, ჰქონდეს დადებითი მოლოდინები ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ილია დარჩიაშვილმა დავოსში ისაუბრა, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.

„საქართველო გამორჩეული ქვეყანაა გატარებული რეფორმების თვალსაზრისით. ტრიოს ფორმატშიც, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები აქვს”, შესაბამისად, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპტიმისტურია მოლოდინები, რომ ქვეყნის პროგრესი სათანადოდ იქნება აღიარებული.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ კითხვარის ნაწილში მაქსიმუმი გააკეთა, შეასრულა ე.წ. საშინაო დავალება. ახლა კი, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ქვეყანა ჯერ ევროკომისიის შეფასებას, შემდგომ კი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება ევროპული ინტეგრაციის გზა. „მაქსიმალურად ვცდილობთ პარტნიორებს ვესაუბროთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგი პოზიციები აქვთ”, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები