სოზარ სუბარი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ოპოზიცია, რომ კიდევ რამე იყო გასაკეთებელი
“საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებშია, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას დავუდგეთ გვერდში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ოპოზიცია, რომ კიდევ რამე იყო გასაკეთებელი.
„ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ოპოზიცია, რომ კიდევ რამე იყო გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ ბევრის თავში არის სურვილი, რომ საქართველო ომში ჩაერთოს და საქართველო გახდეს ომის მხარე“, – აღნიშნა სუბარმა.