გორი-ქარელის საავტომობილო მონაკვეთზე, სოფელ ურბნისთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები გორისა და ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად, ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.