მიხეილ სარჯველაძე: მოხდება ლუსტრაცია, რომ ოპოზიციის უკმაყოფილებების და დაუსაბუთებელი განცხადებების მიღმა არანაირი შინაარსობრივი მხარე არ იდგა და არ იყო არგუმენტებით გამყარებული
ოპოზიციას შეთავაზება მიეცა, რომ დაასახელონ კონკრეტული არგუმენტები, რომელზეც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ წერტილი დაესვას დაუსაბუთებლად პრეტენზიების გაცხადებას, რომლის მიღმაც არავითარი არგუმენტი, რეალურად, არ დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფორმით მოხდება იმის ლუსტრაცია, რომ ოპოზიციის უკმაყოფილებების და დაუსაბუთებელი განცხადებების მიღმა არანაირი შინაარსობრივი მხარე არ იდგა.
“მოხდება ლუსტრაცია, რომ ოპოზიციის უკმაყოფილებების და დაუსაბუთებელი განცხადებების მიღმა არანაირი შინაარსობრივი მხარე არ იდგა და არ იყო არგუმენტებით გამყარებული. ოპოზიციას შეთავაზება მიეცა, რომ დაასახელონ კონკრეტული არგუმენტები რომელზეც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ წერტილი დაესვას დაუსაბუთებლად პრეტენზიების გაცხადებას, რომლის მიღმაც არავითარი არგუმენტი, რეალურად, არ დგას”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა “საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად”.