გიორგი ხელაშვილი: არ იქნება სწორი, რომ საქართველოს მოსახლეობას შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს, დასავლეთში ამ ადამიანების განწყობაზე იგება პოლიტიკა

ზოგიერთი მოვლენაზე დამოუკიდებელი დამკვირვებელია, ზოგიც გადამდგარი, ყოფილი სახელმწიფო მოხელეა, მაგრამ საერთო ჯამში, მათი ნააზრევი არ წარმოადგენს დასავლეთის ობიექტურ შეფასებას იმისა, თუ რაც ხდება საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „იმედის კვირას“ ევროპელ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა, რომელთა აზრსაც ოპოზიციური მედია რადიკალური ოპოზიცია ხშირად იყენებს.

„ჩვენი ოპონენტების ტელევიზიების, ასევე ჩვენი ოპონენტების მხრიდან მათი გამოყენება შიდა-პოლიტიკური ვიწროპარტიული ინტერესებისთვის არ არის სწორი და არ იქნება სწორი, რომ საქართველოს მოსახლეობას შეექმნას ის შთაბეჭდილება, თითქოს, დასავლეთში ამ ადამიანების განწყობაზე იგება პოლიტიკა. ისინი არიან კომენტატორები, შემფასებლები, ზოგიერთი მათგანი მოქმედი პოლიტიკოსია, ზოგიერთი დამოუკიდებელი დამკვირვებელია მოვლენებზე, ზოგიც გადამდგარი, ყოფილი სახელმწიფო მოხელეა, მაგრამ საერთო ჯამში, მათი ნააზრევი არ წარმოადგენს დასავლეთის ობიექტურ შეფასებას იმისა, თუ რაც ხდება საქართველოში“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები