თეა წულუკიანი: გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით
გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მან საქართველოში უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებისადმი არსებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლოს როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ: „სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა“. ეს ხომ ხარხარის დონის ანეკდოტია და ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ყველამ – ჩემით დაწყებული და სხვებით გაგრძელებული, შევწყვიტოთ. იმიტომ რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. ჩვენ გვყავს ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გვყავს სხვადასხვა დეპუტატი ევროკავშირში“, – განაცხადა წულუკიანმა.