ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობა დაასრულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობა დაასრულა.

ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში ევროპელ კოლეგებს: გერმანიის, დანიის, იტალიის, ავსტრიის, სლოვენიის, ლატვიის, სერბეთის საგარეო მინისტრებს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ევროკავშირისთვის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომი პროცედურები იყო.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ევროპელი პარტნიორები საქართველოს ევროპულ მისწრაფებას აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები