ნიკოლოზ სამხარაძე: ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას, დამნაშავეები არ დაისაჯონ და არ აღსრულდეს განაჩენი, არ არიან საქართველოს მეგობრები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვინც ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაისაჯონ დამნაშავეები და არ აღსრულდეს სამართალი, ისინი საქართველოს მეგობრები არ არიან. დეპუტატი მმართველი პარტიის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა “ანიევროკავშირად” მოიხსენია.
სამხარაძემ აღნიშნა, რომ თუ კონკრეტული ევროპარლამენტარები აღარ გააკეთებენ მიკერძოებულ განცხადებებს, არც “‘ქართული ოცნების” მხრიდან იქნება კრიტიკა.
„ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას, დამნაშავეები არ დაისაჯონ და არ აღსრულდეს განაჩენი, არ არიან საქართველოს მეგობრები, არ არიან სუვერენიტეტის და სამართლიანობის მხარდამჭერები. როცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და შენ მოუწოდებ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დამნაშავეები არ დაისაჯონ, ეს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში სამართლიანობას. თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა. თუ მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაშინ ერთად ვიმუშაოთ”, – განაცხადა სამხარაძემ.