ირაკლი ქადაგიშვილი: „ბორჯომი“ საქართველოს უბრუნდება, თუმცა, მთავრობა კაბალური პირობებით არაფერს დაიბრუნებს
კომერციულ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წინასწარ არავინ არაფერს გაასაჯაროებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელიც „IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანიის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ბორჯომი“ საქართველოს უბრუნდება, თუმცა, მთავრობა კაბალური პირობებით არაფერს დაიბრუნებს.
“ბორჯომი” საქართველოს უბრუნდება. საქართველოს მთავრობა არაფერს დაიბრუნებს კაბალური პირობებით, გქონდეთ ამის ღრმა რწმენა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, „IDS ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, შეჩერებულია.