ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ გროზნოს აეროპორტიდან უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის “მოხალისეთა ახალი ჯგუფი” მიემგზავრება.
“ერთობაშია ჩვენი ძალა!” – ამ სიტყვებით გაფრინდა რუსეთის გმირის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის გროზნოს საერთაშორისო აეროპორტიდან მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი. ისინი მზად არიან, ებრძოლონ “ბანდეროველებს”, ნაცისტებსა და შაიტანებს დონბასის და უკრაინის ტერიტორიაზე“, – წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.
მან დასძინა, რომ თითოეულ მოხალისეს გუდერმესში რუსული სპეცრაზმის უნივერსიტეტის საუკეთესო ინსტრუქტორები ამზადებდნენ.
„არცერთი ბანდიტი არ გაექცევა ასიათასობით და, საჭიროების შემთხვევაში, დიდი რუსეთის მილიონობით პატრიოტს, რომლებიც მზად არიან, იბრძოლონ სამართლიანობის ტრიუმფისთვის“, – თქვა კადიროვმა.