ვირთხების დამჭერი – პოპულარული პროფესია 1900-იან წლებში

ევროპაში და არამხოლოდ ევროპაში ვირთხების პოპულაციის გასაკონტროლებლად ძალიან აქტუალური იყო ვირთხების დამჭერის პროფესია. ამ პროფესიას პრაქტიკული დანიშნული ჰქონდა და ადამიანებზე სხვადასხვა დაავადების გადადების პრევენციას ისახავდა მიზნად. მთავარი მიზანი მაინც შავი ჭირისა და საკვების მოწამვლის თავიდან არიდება გახლდათ.

არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ვირთხების დამჭერი ცხოველებს, დაჭერის ნაცვლად, გაზრდაში უწყობდა ხელს და ამით, ფაქტობრივად, გარანტირებულ სამსახურსაც ინარჩუნებდა – საქმე ყოველთვის იყო.

ეს პროფესია საკმაოდ რისკიანიც გახლდათ. დამჭერებს ხშირად კბენდნენ ვირთხები და ინფექციების გადადების შემთხვევაც არც თუ ისე იშვიათად ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ პროფესიის ადამიანებმა საზოგადოებისთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები