ნანა კაკაბაძე – ელჩებს: არაობიექტური შეფასებები ჩრდილს აყენებს როგორც მათ მისიას საქართველოში, ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ
“როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მანტია მოსხმულ ნიკა გვარამიას დაპატიმრების პირველივე წუთებიდან დაიწყო მისთვის „პოლიტპატიმრის“ „ქართული ჟურნალისტიკის მეტრის“, „თავისუფალი სიტყვისთვის დევნილის“ და სხვა სტატუსების მინიჭება”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე წერს, ისინი, საკუთარი მანდატების გვერდის ავლით, ყველაფერს აკეთებენ, რომ 7 მილიონამდე თანხის მიმთვისებელი, პირსისხლიანი რეჟიმის ნაც-პროკურორი ნიკა გვარამია თავისუფალი სიტყვის დამცველ ჟურნალისტად და პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინონ.
,,რატომ იკარგება რწმენა დასავლური ღირებულებებისადმი? როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მანტია მოსხმულ ნიკა გვარამიას დაპატიმრების პირველივე წუთებიდან დაიწყო მისთვის „პოლიტპატიმრის“ „ქართული ჟურნალისტიკის მეტრის“, „თავისუფალი სიტყვისთვის დევნილის“ და სხვა სტატუსების მინიჭება. ნაც-ბატალიონისა და ნაც-ომბუდსმენის პათოსს, მყისვე შეუერთდნენ საქართველოში წარმოდგენილი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები. ისინი, საკუთარი მანდატების გვერდის ავლით, ყველაფერს აკეთებენ, რომ 7 მილიონამდე თანხის მიმთვისებელი, პირსისხლიანი რეჟიმის ნაც-პროკურორი ნიკა გვარამია, თავისუფალი სიტყვის დამცველ ჟურნალისტად და პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინონ. ზემოხსენებული ელჩები, არასწორი პოზიციებითა და შეფასებებით, ხელს უწყობენ ცრუ წარმოდგენების ჩამოყალიბებას, თითქოსდა, საქართველოში იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. არაობიექტური შეფასებები, ჩრდილს აყენებს როგორც მათ მისიას საქართველოში, ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი ის ყოველდღიური ლანძღვა-გინების, ცილისწამების და შეურაცხყოფის კორიანტელი, რომელსაც ადგილი აქვს ნიკა გვარამიასა და მისი ამბსონების მხრიდან პირდაპირ ეთერებში. მარტო იმის შეხსენება რად ღირს, როცა მთავარ პროკურატურასთან, ასობით ადამიანის თვალწინ, ქალის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტზე, გვარამია არავის დაუსჯია. არცერთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, არ იქნებოდა ნორმად მიღებული გვარამიასა და მისნაირი ჟურნალისტების მიერ დამკვიდრებული სიძულვილის ენა და ბილწსიტყვაობის სტანდარტი. ასეთი მიდგომები არსად არ ემსახურება თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. პატივცემული ელჩების მცდელობები, დაგვარწმუნონ საპირისპიროში, რომ ადამიანის უფლებების უხეში დამრღვევი გვარამია, დღეს “პოლიტპატიმარი” და “მსხვერპლია”, იწვევს აღშფოთებას და არა დასავლეთზე ორიენტირებას და მისდამი პატივისცემას. ეს არ შეიძლება, ჯდებოდეს არც ჩვენი და არც მათი ქვეყნების ინტერესებში. ჩვენი მათდამი რჩევაა, ნუ აჰყვებიან ნაც-პროპაგანდას! ნუ დაიბრმავებენ თვალებს! ნუ გამოაყენებინებენ თავს, ანტიდემოკრატიულ ძალებს! ობიექტურად შეაფასონ მოვლენები საქართველოში, რათა არ აღმოჩნდეს ისე, რომ მათი ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა თანხები, მოხმარდა არა დასავლური ღირებულებებისა და განწყობების გაძლიერებას, არამედ პირიქით”, – წერს კაკაბაძე Facebook-ზე.