ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან
“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს.
“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს. მადლობელი ვარ ამ გზაზე ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
Had a chance to discuss 🇬🇪's 🇪🇺membership process w/ @EP_President. Submission of 🇪🇺 Questionnaire during the recent geopolitical shifts stands as another confirmation of the irreversibility of 🇪🇺 choice of 🇬🇪 people. Grateful for @Europarl_EN's continuous support on this path. pic.twitter.com/tqCEPnQ3H6
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 17, 2022