ზაზა შათირიშვილი: ამერიკელები ერთდროულად ორ კურდღელს კლავენ – ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ და საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ და მეორე, შვეიცარიულ საბანკო სისტემასაც ანგრევენ
ნახატები და ვერტმფრენი ერთჯერადი შანტაჟის ინსტრუმენტი იყო, ძირითად მომსახურებას კი, როგორც ჩანს, ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი უწევს. შესაბამისად, შანტაჟის მთავარ ინსტრუმენტად, ბუნებრივია, ბანკი დარჩება. შესაბამისად, ივანიშვილს ყველა გადარიცხვაზე გააწვალებენ, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება და ომში საქართველოს ჩართვაც აქტუალობას არ დაკარგავს – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს.
შათირიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ შანტაჟი ამ ყველაფრის შემდეგაც გაგრძელდეს, როცა დაინახავენ, რომ ივანიშვილისგან შედეგს ვერ მიაღწიეს.
მისი თქმით, ამით ამერიკელები ერთდროულად ორ კურდღელს კლავენ: ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ და საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ და მეორე, შვეიცარიულ საბანკო სისტემასაც ანგრევენ.
„დღეს ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბუნებრივია, საკითხისადმი ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, რასაც განაპირობებს როგორც ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი, ასევე, მისი როლი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფაში, აქტიურად ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, საერთაშორისო პრესას, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტ დეტალს ხდის საჯაროს. დღეს გაირკვა, რომ შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნას ისევ განაგრძობს. შესაბამისად, გრძელდება შანტაჟიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ნახატები და ვერტმფრენი ერთჯერადი შანტაჟის ინსტრუმენტი იყო, ძირითად მომსახურებას კი, როგორც ჩანს, ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი უწევს. შესაბამისად, შანტაჟის მთავარ ინსტრუმენტად, ბუნებრივია, ბანკი დარჩება. შესაბამისად, ივანიშვილს ყველა გადარიცხვაზე გააწვალებენ, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება და ომში საქართველოს ჩართვაც აქტუალობას არ დაკარგავს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, შანტაჟი ამ ყველაფრის შემდეგაც გაგრძელდეს, როცა დაინახავენ, რომ ივანიშვილისგან შედეგს ვერ მიაღწიეს.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილს წინ ურთულესი თვეები ელის, მასზე ზეწოლა და შანტაჟი ამ პერიოდში არათუ არ შესუსტდება, არამედ პირიქით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება.
ამით ამერიკელები ერთდროულად ორ კურდღელს კლავენ: ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ და საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ და მეორე, შვეიცარიულ საბანკო სისტემასაც ანგრევენ. ბუნებრივია, როდესაც ივანიშვილი თავს იცავს, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაშიც ვრცელდება და შვეიცარიულ საბანკო სისტემას უდიდესი რეპუტაციული ზიანი ადგება.
ამ ყველაფერზე ერთი პატარა ისტორია გამახსენდა. ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მეცნიერი 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში და თავის სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ქართველებისთვის დახმარებისთვისაც იცლიდა. შეძლებული ქართველები პერიოდულად სთხოვდნენ ხოლმე, შვეიცარიულ ბანკში ანგარიშის გახსნაში დახმარებოდა. ისიც ეხმარებოდა და როდესაც ბანკმა დაინახა, რომ ჩემს ახლობელს ბანკში ბევრი შეძლებული კლიენტი მიჰყავდა, საგანგებოდ ბანკის ერთი ოფიცერიც მიამაგრეს. 2008 წელს ამ ოფიცერმა, რომელიც ჩემს ახლობელთან იმ დროისათვის უკვე დამეგობრებულიც იყო, გამოუცხადა, სი-აი-ეი, ანუ ამერიკის უსაფრთხოების სამსახური ყველა შვეიცარიულ ბანკს „დაგვაჯდა“ და ანგარიშების გახსნა ისეთი მარტივი აღარ იქნებაო.
სრულიად ცხადია, რომ მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემა დღეს ამერიკელების მიერ იმართება. ესეც არის ჩემი ლოგიკის კიდევ ერთი დასტური და ჩემთვის იმის უტყუარი მტკიცებულება, თუ ვინ დგას ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის უკან.
ფაქტია, რომ საქართველოს ომში ჩასართავად ამერიკელები არც ძალებს დაზოგავენ და ყველანაირ უკადრებელსაც იკადრებენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს უკანასკნელი სახლიც რომ წაართვან, ის საქართველოში ომს მაინც არ დაუშვებს, ქვეყანას არავის გაანადგურებინებს და ქართველ ჯარისკაცებს, კაცებს, ქალებს და ბავშვებს არავის დაახოცინებს“, – წერს ზაზა შათირიშვილი.