ზურაბ ქადაგიძე: „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე გვარამიას ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა – მან 2019 წლის თებერვალში, თავისი ოჯახისთვის, 232 000 ლარად ღირებული ავტომობილი გამოიყვანა, რაშიც პირადი თანხიდან არც ერთი თეთრი არ გადაუხდია

„მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ყოველთვიური ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა, მან, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად, პორშეს ცენტრიდან, თავისი ოჯახისთვის გამოიყვანა 232 000 ლარად ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი „Porsche Macan S“. რაშიც პირადი თანხიდან არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. გვარამია მანქანის საფასურს იხდიდა „რუსთავი 2“-დან“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ნიკა გვარამიას 7 მილიონ ლარამდე გაფლანგული ჰქონდა ტელეკომპანიიდან, არც სახელმწიფო გადასახადებს იხდიდა. ამ გზით დაუგროვა „დირექტორმა“ ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 24 მილიონი ლარი.

„მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ყოველთვიური ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა, მან, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად, პორშეს ცენტრიდან, თავისი ოჯახისთვის გამოიყვანა 232 000 ლარად ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი „Porsche Macan S“. რაშიც პირადი თანხიდან არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. გვარამია მანქანის საფასურს იხდიდა „რუსთავი 2“-დან. ტელეკომპანიაში განსათავსებელი სარეკლამო დროის ღირებულებიდან.

საინტერესოა, რომ ამ პერიოდისათვის, გარდა იმისა, რომ ნიკა გვარამიას 7 მილიონ ლარამდე უკვე გაფლანგული ჰქონდა ტელეკომპანიიდან, არც სახელმწიფო გადასახადებს არ იხდიდა. ამ გზით დაუგროვა „დირექტორმა“ ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 24 მილიონი ლარი. სწორედ ამ დავალიანებით და ფაქტობრივად გაკოტრებული ტელეკომპანია გადაეცა შიდა სასამართლოების და სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რუსთავი 2-ის ნამდვილ მესაკუთრედ აღიარებულ ქიბარ ხალვაშს“, – წერს ქადაგიძე facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები