ირაკლი კობახიძე – არესტოვიჩის განცხადებაზე: ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ აფხაზებთან და ოსებთან ახალი სისხლისმღვრელი ომი გავაჩაღოთ
მგონი, ეს არესტოვიჩის პირველი სწორი შეფასებაა. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ აფხაზებთან და ოსებთან ახალი სისხლისმღვრელი ომი გავაჩაღოთ, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“.