გია ვოლსკი: ანდრეი პიონტკოვსკი, პრაქტიკულად, შარლატანად ჩამოყალიბდა

არ ვიცი, რა მიზანი აქვს პიონტკოვსკის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს პრინციპში ემთხვევა. ეს პრინციპი აგებულია ფორმულაზე, რომ საქართველო ერთადერთი და უალტერნატივო დერეფანია რუსეთის დერეფნის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ანდრეი პიონტკოვსკი, პრაქტიკულად, შარლატანად ჩამოყალიბდა.

“ანდრეი პიონტკოვსკი, პრაქტიკულად,  შარლატანად ჩამოყალიბდა. “კაგებე”-ს მაღალჩინოსანი იყო და აშშ-თან რაღაც გაუგებრობები ჰქონდა. იქ მას ავტორიტეტი არ აქვს და, სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირად მას ციტირებს. ამ კომენტარების საგანგებო ნაწილი ასეთია: იმის ხელშემშლელი, რომ საქართველო მეორე ფრონტს ხსნის, არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. სწორედ ამიტომ, მათ უნდა უკარნახონ ამერიკის კონგრესს, რომ სანქციები აუცილებლად დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი საქართველოში არ დაიწყება – ეს არის ფორმულა და ამის იქით არაფერი იკითხება.

არ ვიცი, რა მიზანი აქვს პიონტკოვსკის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს პრინციპში ემთხვევა. ეს პრინციპი აგებულია ფორმულაზე, რომ საქართველო ერთადერთი და უალტერნატივო დერეფანია რუსეთის დერეფნის საწინააღმდეგოდ.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველო გარკვეული ინტერესის ობიექტად იქცა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელსაც სათავეში ის ძალა უდგას, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. რუსეთის ინტერესია საქართველოში დესტაბილიზაცია, რათა მისი ალტერნატიული დერეფანი არ იყოს წარმატებული. ამასთან, დესტაბილიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ ინტერესი, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს. ამას ხელს უწყობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში არიან. პიონტკოვსკი არის ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს კრებს და თავისი თავის წარმოჩინებისთვის, თუ დამკვიდრებული შარლატანის იმიჯის გადასაფარად, უნდა, რაღაც „ფილოსოფიური“ აზრი მოგვაწოდოს იმის თაობაზე, თითქოს სოხუმი და ცხინვალი მზად არიან ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ და ამას ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსმა პოლიტოლოგმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა: “ჩემთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები