მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში რუსთავის ციხიდან კლინიკა “ვივა მედში” გადაჰყავთ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ საპატიმროს ტერიტორია პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ კლინიკის ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. “ვივა მედის” ტერიტორიაზე შევიდნენ საბადრაგო ჯგუფები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნებიან, როცა მას კლინიკაში გადაიყვანენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები