ირაკლი ზარქუა – სააკაშვილზე: ტიპი რა დონის თავხედია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს “თავხედს” უწოდებს და მკურნალობის კერძო კლინიკაში გასაგრძელებლად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს დაცინვად აფასებს.

“სააკაშვილი შემოქმედი იყო იმ უბედურების, რაც ქვეყანასა და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისი კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. ადამიანი, ტიპი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? სისულელე 5 თუ 6 პირობა წააყენა. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასაწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, შიმშილობა და არშიმშილობა მისი პირადი გადასაწყვეტია. რაც შეეხება თავდებობას, ეს ყველაფერი ცირკად აქციეს, შოუს ელემენტები შეიტანეს. თავდებში ვინ უნდა დაუდგეს, მათ შორის ავტორიტეტული რომელია, რომელიც პირობას დადებს და შემდეგ არ შეცვლის? კონკრეტული გვარი თქვით. ამ ადამიანს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე და მორჩა, მან უნდა მოიხადოს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შევთავაზეთ, რომ კვლევები ჩაიტაროს. ამ შეთავაზებას ულტიმატუმებით და პირობებით უპასუხა. ესე იგი, განცდა არ აქვს, რომ ცუდად არის და კი ბატონო, იყოს. ეს შეთავაზება ძალაშია და ის უწყვეტად სამედიცინო პერსონალის მონიტორინგის ქვეშ იქნება,” – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები